გამრიცხველიანება 300 ლარით ძვირდება – ნახეთ, ვის შეეხება შეცვლილი ტარიფი

03 Jul 2021 21:23

ჭკვიანი მრიცხველების დაყენება 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სავალდებულო იმ ახალი საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსებისთვის გახდება, რომლებიც განაცხადს გამრიცხველიანების შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შეიტანენ.

 

ჭკვიანი მრიცხველი თავად დისტანციურად გადასცემს ინფორმაციას კომპანიას, შესაბამისად, აღმრიცხველს მონაცემების მისაღებად ადგილზე მისვლა აღარ დასჭირდება. ამასთან, ჭკვიანი მრიცხველი შესაძლებლობას იძლევა თავად ჩართოს ან გათიშოს ელექტროენერგია. როგორც სემეკში აცხადებენ, ჭკვიან მრიცხველებს როგორც მომხმარებლებისთვის ისე კომპანიებისთვის კიდევ არაერთი უპირატესობა ექნება.


primetime.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი