„ქორწილში რომ დამპატიჟონ გორში, იქაც არ ჩამოვალ“ - გრიშა ონიანმა გორის მერობა გადაიფიქრა

03 Jul 2021 21:40

გრიშა ონიანი გორელებზე ნაწყენია და გორის მერობა გადაიფიქრა. 

„მერობა კი არა, ქორწილში რომ დამპატიჟონ გორში აღარ ჩამოვალ“, – აღნიშნა ონიანმა.


ცნობისთვის, გრიშა ონიანი გორის თეატრში სტალინისტების მრავალრიცხოვან დასწრებას ელოდა, თუმცა დარბაზში 50-მდე ადამიანი შეიკრიბა.


შეგახსენებთ, რომ მისი მთავარი დაპირება იოსებ სტალინის ნეშტის გორის ციხეზე გადასვენება იყო. ამ ციხეში იგი სტალინის დედის ეკატერინე ჯუღაშვილის და დავით აღმაშენებლის გადასვენებაზეც საუბრობდა, თუმცა მან ესეც გადაიფიქრა და განაცხადა, რომ სტალინის ნეშტს თბილისში, კაენის გორაზე გადაასვენებს.






კომენტარები:

ფართი შოპი