ზურაბ ქადაგიძე: სულ მაინტერესებს ე.წ ოპოზიციის საგარეო ხაზი რომ გვიანონსებს სანქციებს, არ რცხვენიათ?

03 Jul 2021 23:35

"მოკლედ, მელიას ამერიკულ ვოიაჟს უსარგებლოდ არ ჩაუვლია... შტატებმა საქართველოს „სანქციები“ დაუწესეს, ოღონდ, ჯერ 132 025 000 მილიონ დოლარს გამოუყოფს და მერე დასჯის“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას აზიარებს, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ- ის წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტმა 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. 


კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. კანონპროექტი შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.


ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიციას უნდა რცხვენოდეს, როდესაც სანქციებს გვიანონსებს და სინამდვილეში ასეთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებს ქვეყანა.


„სულ მაინტერესებს ე.წ ოპოზიციის საგარეო ხაზი რომ გვიანონსებს ამ მოსალოდნელ სანქციებს არ რცხვენიათ? ან ცოტა უხერხულობას მაინც ხომ უნდა განიცდიდნენ ასეთი სულელური მოლოდინების შექმნის მცდელობისთვის?

P.S. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე „ნაცი“ ვერ იფიქრებს სახელმწიფოებრივად” - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი