საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს შორის გამართული სპორტული ტურნირი დასრულდა. ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში - ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდსა და ძალოსნობაში შეეჯიბრნენ.
გამარჯვებულებს თასები და მედლები თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მთავარმა სერჟანტმა შალვა მთვარელიშვილმა, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მთავარმა სერჟანტმა კახაბერ ლაბაძემ და მე-5 საარტილერიო ბრიგადის მთავარმა სერჟანტმა დავით ბარბაქაძემ გადასცეს. ტურნირი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით სპორტული შეჯიბრი სამხედრო მოსამსახურეებს შორის მომავალშიც გაიმართება.