როგორ ყალიბდება თამაშდამოკიდებულება და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას - ინტერვიუ ფსიქოთერაპევტთან

04 Jul 2021 13:17

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ლუდომანია ეწოდება. ლუდომანიას ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას განაპირობებს. თითქოსდა უწყინარი გასართობი თამაშების უკან დგას უამრავი პრობლემა, რასაც ასევე თან ახლავს მიჯაჭვულობა. თამაშდამოკიდებულება სოციალური პრობლემაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.


„რეზონანსი“ გთავაზობთ ამ საკითხზე ინტერვიუს ფსიქოთერაპიის სახლ „კამარას“ ფსიქოლოგ სალომე ფანჯიკიძესთან, რომელიც გვესაუბრება თამაშდამოკიდებული ადამიანების პრობლემებზე და მათი მკურნალობის გზებზე. 


სალომე ფანჯიკიძე: დამოკიდებულებას აქვს ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი - ის ახდენს უკვე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას, ზემოქმდებს ჩვენს ქცევაზე, იწვევს შფოთვას, აღძრავს რაღაც ისეთს ჩვენში, რაც აქამდე არ იყო დამახასიათებელი - ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ დამოკიდებულების ჩამოყალიბების ზღვარზე ვართ. 


„რეზონანსი“: როგორ ყალიბდება მიჯაჭვულობა?.. 

ს.ფ: პირობითად ვიმსჯელოთ თამაშზე. თავიდან მას აღიქვამენ როგორც რაღაც გასართობ, დროის გასაყვან, მარტივი ფულის საშოვნელ საშუალებას და მისგან იღებენ სიამოვნებას. რომელიც შემდეგ უკვე გადადის მოხმარებაში. აი, ეს არის, როცა უკვე ჩვენ არ ვთამაშობთ კარტს ან რამე სხვას მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნება მივიღოთ. ამას სულ უფრო მეტ დროს ვუთმობთ და იწყება დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ამას საფუძვლად ტავის ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესები უდევს. თამაშის დროს გამოიყოფა ქიმიური ელემენტები, ექსტრაჰრმონები, მაგალითად დოფამინი, სერეტონინი და ა.შ. ამ ნივთიერებებზე და ტვინის აღზნების ამ მდგომარეობასთან მიმართებაში ჩვენ გვიყალიბდება სურვილი, რომ ეს ყვლაფერი განმეორდეს. ესე და ამგვარად ყალიბდება დამოკიდებულებები. 



„რ“: ოჯახის როლი როგორია?.. რა რეკომენდაციებს მისცემთ თამაშდამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებს?.. 

ს.ფ: ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია. ცხადია ოჯახი ძალიან ზარალდება. ხანდახან ძალიან ძნელია კარგი რჩევები მისცე ოჯახის წევრებს. თუმცა აქ მთავარია, რომ ეს არის პათოლოგია, დაავადება. ანუ, ამ დროს ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ქცევის გაკონტროლება და ჩხებსა და აყალ-მაყალს აზრი არა აქვს. ოჯახის წევრებთან როცა ვმუშაობთ, ყველაზე მეტად ვცდილობთ გავარკვიოთ სწორედ იმაში, რომ დაავადებასათან გვაქ საქმე და ვასწავლოთ, როგორ უნდა მართონ ეს დაავადება. 


რ“: შესაძლებელია თუ არა განიკურნოს თამაშდამოკიდებული ადამიანი?

ს.ფ: ძალიან რთული სათქმელია. ჩვენ ამ დროს ვხმარობთ-ხოლმე სიტყვას „რემისია“, რაც ნიშნავს დროებით განკურნებას ან შეჩერებას. ჩვენ ამ დაავადებას ვებრძვით როგორც ქრონიკულ ფსიქიკურ აშლილობას, რომელსაც ახასიათებს მოკლე ან ხანგრძლივი რემისიები და მთელი ფსიქოტერაპია, ფსიქიატრია და ადიქტოლოგებიც კი არიან ჩართულები იმისთვის, რომ ეს რემისია გაახანგრძლივონ და მართონ. 


„რ“: თითქმის ყველგან გვხდება ონლაინკაზინოების რეკლამა. ეს როგორ მოქმედებს იმ ადამიანებზე ვინც ებრძვის ამ დაავადებას და ვინ ჯერ არ თამაშობს?..

ს.ფ: ძალიან რთული საკითხია. ცხადია, რეკლამა ახალი მოთამაშეების მოზიდვას უწყობს ხელს - ეს ხომ მისი დანიშნულებაა. რეკლამის ფსიქოლოგია ცალკე სფეროა, რომელიც მუშაობს იმისთვის რომ მიმზიდველი გახადოს პროდუქტი მომხმარებლისთვის და რა თქმა უნდა ეს რეკლამები შეფუთულია იმისთვის, რომ მეტი მომხმარებელი ჰყავდეს ამ ყველაფერს. არათუ უკვე მოქმედ მოთამაშეებს იზიდავს თავიდან და მათ რემისიას აფერხებს, არამედ ახალი მოთამაშეების ჩათრევას ახდენს. 


„რ“: როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში რამდენად ხშირად მოგმართავენ ამ პრობლემით?.. 

ს.ფ: ჩვენ გვაქვს ჯგუფური სეანსები, მეთერთმეტე წელი დაიწყო უკვე. ძალიან დიდი მოთხოვნაა. ბევრი ადამიანია ამ პროგრამაში ჩართული, მომართვიანობაც მაღალია თან იმის გათვალისწინებით, რომ ადგილები შეზღუდული გვაქვს.


„რ“: მკურნალობის პროცესი როგორ მიმდინარეობს რამდენად ხშირად გიწევთ მედიკამენტების გამოყენება?.. 

ს.ფ: მედიკამენტოზური ჩარევა რაღაც ეტაპზე ზოგჯერ აუცილებელია, რადგან ნებისმიერ დამოკიდებულებას ახლავს მეორადი დიაგნოზები, როგორიც არის მაგალითად შფოთვა, დეპრესია, აშლილობები, ფსიქოპატიური იმპულსები. ყოველთვის ნებისმიერ დამოკიდებულებასთან წყვილში მოდის რაღაც ფსიქიკური დაავადება, ამიტომ ძალიან ხშირად არის საჭირო მედიკამენტოზური მხარდაჭერა, თუმცა ეს ეპიზოდურ ხასიათსატარებს-ხოლმე. ამ დროს პარალელურად ტარდება ფსიქოთერაპია, რომელიც ყველაზე აუცილებელი კომპონენტია. 





კომენტარები:

ფართი შოპი