ვახტანგ გორგასლის ძეგლის გაწმენდის სამუშაოები იწყება

30 May 2018 14:32

"თბილსერვის ჯგუფი" ძველი თბილისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ძეგლის გაწმენდის სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები 30 მაისს დაიწყება და 3 ივნისამდე გაგრძელდება.

ძეგლი  ისტორიული შენობების გასაწმენდი სპეციალური ხსნარით გაიწმინდება.

სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" და კომპანია MAISTANBUL-ი განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში ძეგლი ნაჭრით შეიფუთება, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.

კომპანია MAISTANBU-ის ხსნარით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი გაწმენდილა, მათ შორის არის  ლუვრის მუზეუმი პარიზში და პრეზიდენტის სასახლე თურქეთში.


კომენტარები:

ფართი შოპი