ხვალიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება

04 Jul 2021 13:47

ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციას ხვალიდან იწყებს. მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინები თბილისსა და რეგიონებში უკვე გადანაწილებულია.


სრულ მზადყოფნაშია სამედიცინო დაწესებულებები. აღიჭურვა და გადამზადდა 300 ბრიგადა და 150 კლინიკა.


კიბერშეტევის გამო, მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სპეციალური პორტალი Booking.moh.gov.ge ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მუშაობს და ჩამონათვალში არ ჩანს ის ვაქცინა, რომლითაც ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში, „ქრონიკას" განუცხადე.





კომენტარები:

ფართი შოპი