“ძვირფასო მრევლო, ჰკითხეთ თქვენს მოძღვრებს – რა სქესის იყო ღმერთის მიერ შექმნილი ის პირველი კაცი-თქო. მაინტერესებს, რას გიპასუხებენ“ – ვახო სანაია

04 Jul 2021 14:03

ჟურნალისტი ვახო სანაია “თბილისი პრაიდის” გარშემო აგორებულ საზოგადოებრივ თეოლოგიურ დისკუსიაში ერთვება. მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც რადიკალურ კონსერვატორებს მიმართავს.


“ძვირფასო მრევლო, ჰკითხეთ ხვალ თქვენს მოძღვრებს – ვისაც ბიბლიის პირველი თავი მაინცა აქვს წაკითხული – რა სქესის იყო ღმერთის მიერ შექმნილი ის პირველი კაცი-თქო. მაინტერესებს, რას გიპასუხებენ.


● და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი.


შეგახსენებთ, აქ ევა ჯერ არ არის შექმნილი. თუ ევა არ არსებობს ანუ ქალი არ არის შექმნილი, მაშ, ვინ მამაკაცი და დედაკაცი ? რა წერია აქ ? რა იგულისხმება ? ის პირველი კაცი ორივე სქესის მატარებელი ხომ არ გამოდის შემთხვევით ერთდროულად ?


უი… პინგვინებზე რომ ლაპარაკობდა, იმ დეკანოზის აზრიც მაინტერესებს”, – ნათქვამია ვახო სანაიას Facebokk სტატუსში.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი