გვაქვს უფლება, გავწიოთ პოლიციელები და გავიყვანოთ ადგილიდან პრაიდის მონაწილეები – ლევან ვასაძე

04 Jul 2021 18:28

„ერის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ განაცხადა:

„ძალადობაა, როდესაც შენ ქვეყანაში ხალხი ისე  გააღატაკე და გააუბედურე, რომ აღარაფერი დაუტოვე, იძლებულია გამოვიდეს და დაიცვას ის, რაც მისთვის მთავარია – ზნეობა და წესიერება. 


ძალადობაა, როდესაც ამ ხალხს უპირისპირებ უხეშ ძალას პოლიციისა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ კრიმინალებს, ნარკომოვაჭრეებს და სხვადასხვა ტიპის ყაჩაღებს ანეიტრალებდის, საკუთარ ხალხზე ძალადობს. როდესაც ჩვენ ასეთ ძალადობას ვუპირისპირდებით, ჩვენ გვაქვს უფლება პასუხი გავცეთ, მოვკიდოთ ხელი და გავიყვანოთ ისინი ამ უსირცხვილობის ადგილიდან, გავწიოთ ის პოლიციელები, რომლებიც ჩვენ გვეწინააღმდეგებიან ქართული ტრადიციების დაცვაში. არავითარი ორაზროვნება შეკრების დროსთან დაკავშირებით არ არის, ეკლესიამ მოუწოდა საღამოს 17:00 საათზე ქაშვეთთან პარაკლისისკენ, მაგრამ ხალხი იკრიბება დილიდან რუსთაველზე, რათა არ ჩაატარებინოს უსირცხვილო ადამიანებს სამარცხვინო აღლუმი. საქართველო ასე განვითარდება, საქართველოს სჭირდება ზნეობრივი სახის შენარჩუნება. 

მე დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველოდან გამოვლენ გარეთ და არ დაუშებენ ამ უმსგავსობის ჩატარებას“.


ალია 




კომენტარები:

ფართი შოპი