"დამემართა კოვიდი, მიუხედავად იმისა, რომ "ფაიზერით" ორჯერ ვიყავი აცრილი..." - რას წერს გია ნოდია

04 Jul 2021 19:42

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ნო­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ორი­ვე დო­ზით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და:


"მო­ვი­ლიე, მგო­ნი, ჩემი კო­ვი­დი, რო­მე­ლიც და­მე­მარ­თა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფა­ი­ზე­რით ორ­ჯერ ვი­ყა­ვი აც­რი­ლი. 2-3 დღე მქონ­და სი­ცხე 38-ის მი­და­მო­ებ­ში, ხვე­ლე­ბა და ზო­გა­დი არაფ­რის თა­ვის ქონა. ახლა დამ­რჩა მხო­ლოდ სი­სუს­ტე. თუმ­ცა, რაკი ამ პოს­ტის და­წე­რა გავ­ქა­ჩე, იმა­საც ვძლევ. დიდი მად­ლო­ბა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, - მა­რი­კა ტუ­ღუშს, მაია ახვლე­დი­ანს და ყვე­ლას, ვინც ძა­ლი­ან კარ­გად მო­მი­ა­რა.


რაც შე­ე­ხე­ბა ფა­ი­ზერს: ხომ წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რომ აცრა ასი პრო­ცენ­ტით არ გა­მო­რი­ცხავს ინ­ფი­ცი­რე­ბას… მა­ინც გგო­ნია, იმ რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტში მა­ინ­ცდა­მა­ინც შენ რა­ტომ უნდა მოხ­ვდე? რა­ტომ არა? ასე­თია ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა: არ ვე­ლო­დი და მე­წყი­ნა. თუმ­ცა, ამა­ვე დროს, დავ­რწმუნ­დი, რომ გა­ცი­ლე­ბით, გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მე დღე­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი, რომ არა აცრა. ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა.


ვიცი, რომ ჩემი პრო­პა­გან­და არ ჭირ­დე­ბა ხალ­ხს, რომ აიც­რას (სა­დაა, თო­რემ კი…). მა­ინც უნდა და­მე­წე­რა".


 ამბები. ge 






კომენტარები:

ფართი შოპი