ირმა ინაშვილი ნინო ლომჯარიას გადადგომას ითხოვს

04 Jul 2021 20:23

ირმა ინაშვილი სახახლო დამცველის გადადგომას ითხოვს. მისი თქმით, ნინო ლომჯარიას ცილისმწამებლურ განცხადებებსა და ქმედებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა. 


“გადადგეს აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ დანიშნული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის, მისი მოადგილის ცილისწამებლურ განცხადებებსა და ქმედებებზე. სახალხო დამცველად არჩეულ იქნას ადამიანი, რომელიც აღჭურვილი იქნება ქართველი ხალხის ნდობით და არ იქნება ენჯეოების ინტერესების გამტარებელი”, – თქვა ინაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი