რომის პაპს გეგმიური ოპერაცია ჩაუტარდება

04 Jul 2021 20:58

რომის პაპ ფრანცისკეს კუჭზე ოპერაციას გაუკეთებენ. ამის შესახებ ინფორმაცია Vatican News-ზეა ხელმისაწვდომი.


რომის პაპის პრეს სამსახურის ხელმძღვანელის მათეო ბრუნის განცხადებით, ფრანცისკე დღეს რომში, ჯემელის სახელობის კლინიკაში მოათავსეს, სადაც დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდება.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა პაპს დიეტის დაცვის რეკომენდაცია მისცეს, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. წონის დაკლება 84 წლის ფრანცისკეს ხერხემლის ტკივილებს შეუმსუბუქებდა.


ექიმებმა შესთავაზეს, რომ მცირე ულუფებით მიეღო ბრინჯი, თევზი, ხილი და ბოსტნეული. რაციონიდან უნდა ამოეღო ფქვილის ნაწარმი და მაკარონი.





კომენტარები:

ფართი შოპი