თენგიზ ცერცვაძე - „ინდური შტამი” სარბიელზე უკვე გახდა მოთამაშე

04 Jul 2021 23:09

„ინდური შტამი“ სარბიელზე უკვე გახდა მოთამაშე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.


როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ - ქალაქი“ განაცხადა, ე.წ. ბრიტანულმა და „ინდურმა“ შტამებმა გაცილებით მეტი მძიმე შემთხვევა და სიკვდილობა გამოიწვია.


„ინდური შტამი“, რომელიც ჩვენთან უკვე 20 პროცენტია, უკვე გახდა სარბიელზე მოთამაშე. ის ბრიტანულზე 50 პროცენტით კიდევ უფრო სწრაფ გავრცელებას იძლევა და კიდევ უფრო მძიმე შემთხვევებს. თქვენ რომ კლინიკებში შეხვიდეთ, მე ყოველდღე დავდივარ, სისტემური ანალიზის გარეშე ნახავთ, რომ გაცილებით გაზრდილია მძიმე ავადმყოფების რაოდენობა - ჟანგბადდამოკიდებულების, სარეანიმაციო ავადმყოფების. ამ პერიოდში, მესამე ტალღაში სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლები მეორე ტალღასთან შეადრებით, გამოწვეულია იმით, რომ ჯერ ბრიტანულმა, შემდეგ ინდურმა შტამმა მოგვცა გაცილებით მეტი მძიმე შემთხვევა და მეტი სიკვდილობა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი