"ხულოს გამგეობის შენობა, რომელიც ხულოს საკათედრო ტაძრის გვერდით დგას, სასტუმროს მოსაწყობად თურქებს მიყიდეს"

30 May 2018 15:10

"ხულოს გამგეობის შენობა, აჭარის მთავრობისა და ხულოს გამგეობის დახმარებით თურქებს მიყიდეს", - ეს განცხადება, საინფორმაციო პორტალ "მხარესთან" ადვოკატმა ზურაბ ჯორბენაძემ გააკეთა.


მისი განმარტებით, ამჟამინდელი გამგეობის ადგილზე, ხუთვარსკვლავიანი შენობის მოწყობა იგეგმება. 


"გამგეობის შენობა ხულოს საკათედრო ტაძრის გვერდით დგას. როგორც ვიცი, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით მიყიდეს. ანზორ ბოლქვაძეს ეკუთვნის აჭარაში თუკი რამე სასტუმროებია, ეს ის დეპუტატია, "ნაციონალებიდან" პირდაპირ "ქართულ ოცნებაში" რომ გადმოპორტირდა.  ახლა მთლიანად უნდა აჭარის ხელში ჩაგდება.  ამ შენობასაც, რამდენადაც გაყიდდნენ, ორი იმდენს ჯიბეში ჩაიდებდნენ."- ამბობს ჯორბენაძე.


"ასე ხდება თურქული ექსპანსიის გაძლიერება ყველაფერთან ერთად" - დასძენს ადვოკატი.


კომენტარები:

ფართი შოპი