„მთელი საქართველო თბილისისკენ დაიძრა“ – დეკანოზი შალვა კეკელია ვიდეოს ავრცელებს

05 Jul 2021 12:29

დღეს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ - #სოლიდარობისთვის გაიმართება. პარალელურად მუდმივად ისმოდა განცხადებები რომ მათ მარშის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ და კონტრაქცია დაინიშნებოდა. 


„ღირსების მარშის“ მთავარი მოწინააღმდეგე საპატრიარქოა. მათ არაერთი განცხადებაა გაავრცელეს იმის შესახებ რომ პრაიდი გარყვნილება და სასულიერო პირები პირად ღირსებად მიიჩნევენ ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ გამოსვლას.


რამდენიმე საათის წინ კი თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:


„მთელი საქართველო თბილისისკენ დაიძრა, ჩვენ არ გადავშენდებით, საქართველო გაიმარჯვებს!“


digest.ge



კომენტარები:

ფართი შოპი