„სხვა არც არის წმინდანობა და გმირობა...“ – პეტრე კოლხი ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდაზე

05 Jul 2021 12:50

ორთაჭალაში, მტკვარში 14 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. შოთა ქარსელაძემ მისი გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.


როგორც ამბობენ, თავად შოთამ ცურვა არ იცოდა, მან სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა...

სწორედ მის შესახებ წერს, მამა პეტრე კოლხი.


„ცურვა რომ არ იცი და სხვისი სიცოცხლის დასაცავად იბრძვი, მეტი რა უნდა შეძლო ამ ცხოვრებაში, სხვა არც არის წმინდანობა და გმირობა,“- წერს პეტრე კოლხი.


შოთას ამბავმა სრულიად საქართველო აღაფრთოვანა და მის გმირობაზე ბევრი საუბრობს...

დიმიტრი კევლიშვილი შოთას მეზობელი:


„ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. ახალგაზრდა კაცმა ის გადაარჩინა. თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.


არ მეგონა ამდენ სიკვდილნანახს, ისევ ასე ძლიერ თუ ჩამწყდებოდა გული… გუშინ კიდევ ერთი უვაჟკაცესი ახალგაზრდა, ჩემი სადარბაზოს მეზობელი, 36 წლის შოთიკო ქარსელაძე დააკლდა მის თბილისსა და საქართველოს…“



digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი