„თუ არ გამოვლენ, მშვიდობა იქნება“ - „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები პირობას დებენ, რომ ადეკვატური გადაწყვეტილების პირობებში მშვიდობიანად დაიშლებიან

05 Jul 2021 13:05

მოვლენათა ეპიცენტრი დღეს რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია იქნება, სადაც რამდენიმე საათში მარში უნდა დაიწყოს. პარალელურად, ქაშუეთის ეკლესიაში იგეგმება სავედრებელი პარაკლისის გადახდა. საეკლესიო მსახურება, საპატრიარქოს განმარტებით, დიდი ოდენობით მსურველის გამო რამდენიმე საათიანი ინტერვალით - ორჯერ შედგება.


"პირველ საათზე იქნება პირველი პარაკლისი, 5 საათზე იქნება მეორე პარაკლისი. ორივეს ვესწრები. სამოქმედო გეგმა მარტივია, ამ ლოკაციაზე და რუსთაველზე შევიკრიბებით ის ხალხი, რომელიც ვაპროტესტებთ ამ ანტისოდომისტურ მარშს და იქნება, თუ არა მშვიდობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათზე იქნება დამოკიდებული, თუ არ გამოვლენ, ცხადია მშვიდობა იქნება, ჩვენც პარაკლისს ჩავატარებთ და მშვიდობიანად დავიშლებით," - განაცხადა აქციის მონაწილემ კოკა მორგოშიამ.


ქაშუეთის ტაძრის გარდა შეკრება უკვე დაწყებულია 9 აპრილის ბაღშიც.





კომენტარები:

ფართი შოპი