რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია, პოლიციამ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა

05 Jul 2021 14:05

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. სამართალდამცველების მიერ ცოცხალი ჯაჭვი უსაფრთხოების მიზნით ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ არის გაკეთებული.


ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ „პრაიდის კვირეულის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან სასულიერო პირები, რომლებიც მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, გარდა ამისა, მიმართავენ „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორებს, რომ უარი თქვან დღეს დაანონსებული ღონისძიების გამართვაზე.




კომენტარები:

ფართი შოპი