უპასუხისმგებლო პრემიერი გვყავს, ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი – გიორგი თაბაგარი

05 Jul 2021 14:07

თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი, პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ “მიზანშეუწონელია” “ღირსების მარშის” გამართვა. თაბაგარი მას “უპასუხისმგებლო” პრემიერს უწოდებს.


“ნაცობა დაგვაბრალა ღარიბაშვილმა. 

ყოვლად უპასუხისმგებლო პრემიერ მინისტრი გვყავს. ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი, კარვებს რომ გლეჯენ ახლა!”- წერს ის. 


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილი “ღირსების მარში” მისთვის “მიზანშეუწონელი” და საფრთხის შემცველია.


“დღეს დაანონსებული “მარში” მიმაჩნია მიზანშეუწონლად, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ აქციის ჩატარება მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს”, – თქვა მან.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი