ბიო, ლსდ, ამფეტამინი, ჰაშიში, პლანი - ნარკოტიკების გასაღება სოციალურ ქსელში ღიად ხდება?!

30 May 2018 15:34

მაშინ, როდესაც სახელმწიფო, ნარკორეალიზატორებს დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს, ინტერნეტსივრცეში ნარკოტიკებით ვაჭრობა თავისუფლად ხდება. ამაზე მიგვანიშნებს ის შეთავაზებები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ალბათ, თითოეულ ჩვენთაგანს მისდის. 


დღეს, მორიგი ასეთი შეთავაზება ჩვენივე საინფორმაციო პორტალის "ფეისბუქ" გვერდზე, მომხმარებლისგან - Bionatur Real მივიღეთ. ტექსტი ასეთი იყო:
"ბიო, ლსდ, ამფეტამინი, ჰაშიში, პლანი - გნებავთ რაიმე შეიძინოთ, მისმართები მზადაა, ვაკე, საბურთალო, გლდანი, ავლაბარი."


თუკი მსგავსი ფაქტები, ამ დროისთვის შს სამინისტროს ყურადღების მიღმაა დარჩენილი,  ვფიქრობთ, ამის შემდეგ მაინც დაინტერესდებიან და შეძლებისდაგვარად აღკვეთავენ მსგავს ქმედებებს. 



კომენტარები:

ფართი შოპი