გურამ მაჭარაშვილი - პოლიცია კარვების დარაჯი არ არის - მას სურს, წესრიგი დაიცვას და პოლიციის მხრიდან ძალადობა მაქსიმალურად იქნება აღკვეთილი

05 Jul 2021 14:35

პოლიცია კარვების დარაჯი არ არის - მას სურს, წესრიგი დაიცვას და პოლიციის მხრიდან ძალადობა მაქსიმალურად იქნება აღკვეთილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.


მაჭარაშვილის შეფასებით, „ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, მეორეს მხრივ კი, მოქალაქეებს აქვთ უფლება საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირონ".


„კარვებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დავსვით. კარვები რუსთაველის გამზირზე დადგეს იმ პრეტენზიების გამო, რაც უკავშირდებოდა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საკითხს. დღეს ოპოზიცია პარლამენტშია და გაუგებარია, ეს კარვები რას ემსახურება. არც ვიცით, ვინ არიან, ვინ შედის და გამოდის. პოლიცია თავის სიმაღლეზე დგას და მაღალი სტანდარტებით პრევენციას აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს დაშორიშორება. კარვების არსებობას ვერ უზრუნველყოფს პოლიცია, ვიღაცამ მოიტანოს და პოლიციამ უყარაულოს. ამის ვალდებულება არ აქვს. თუ აქციას ატარებ და კარავი გჭირდება, იქ მინიმუმ რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა იყოს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი