ნინო წილოსანი - პრემიერის თუ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის განცხადება იმ მიზანს ემსახურება, რომ სერიოზული დაპირისპირება არ მოხდეს

05 Jul 2021 15:11

პრემიერ-მინისტრის თუ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის განცხადება იმ მიზანს ემსახურება, რომ სერიოზული დაპირისპირება არ მოხდეს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა გააკეთა.


მისივე თქმით, სწორედ ამით არის მოტივირებული პრემიერის მოწოდება, რომ აქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნონ.


ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისას ნინო წილოსანმა განაცხადა ისიც, რომ „მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" სახელს არაერთი დესტრუქციული ქმედება უკავშირდება - ამიტომ ბუნებრივად და ლიგიკურად შეიძლება არსებობდეს მოსაზრება იმის თაობაზე, ცეცხლზე ნავთს ასხამენ".


„დაძაბულობის ძალიან მაღალი ხარისხი დილიდან იგრძნობა. ძნელია გაარჩიო, რა არის ამ დაძაბულობის სასტარტო წერტილი. მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და შეკრების უფლება. იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა ამა თუ იმ ადამიანის ქმედებები, ყველას აქვს მშვიდობიან გარემოში შეკრების უფლება. ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი. რადიკალიზაციის ეს ხარისხი ნამდვილად არასახელმწიფოებრივია. ჩვენი გამოხატვის ფარგლებში სახელმწიფოს ინტერესებს არ უნდა შევეხოთ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.





კომენტარები:

ფართი შოპი