„შსს, შენ იყო არარაობა და ჩმორი, თუ ეგ ბანჯგვლიანი არ დაიჭირო“ – ნინო ჯანგირაშვილი

05 Jul 2021 15:15

დღეს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარებამდე, მათი საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. 


მართალია საქართველოს საპატრიარქომ, ადამიანებს ლგბტ თემის დაანონსებული მარშის წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდა, თუმცა განცხადებაში აღნიშნული იყო რომ ისინი რუსთველის გამზირზე ლოცვას წაიკითხავდნენ და პარაკლისს გადაიხდიდნენ, მაგრამ რეალური ვითარება დაანონსებულისაგან რადიკალურად განსხვავდება.


აქციის მონაწილეები აგრესიით გამოირჩევიან არა მხოლოდ სექსუალური უმცირესობისა და მათი უფლებების დამცველების მიმართ, არამედ მედიის წარმომადგენლების მიმართაც.


მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი ეხმაურება. ზოგი ერთ აქციას გმობს ზოგი მეორეს, ზოგი ორივეს, ზოგი კიდე საერთოდ არ იმჩნევს. ტვ „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ერთ-ერთი მათგანია ვინც აღნიშნულ აქციას გამოეხმაურა და გურამ ფალავანდიშვილის დაკავება მოითხოვა:


„რუსთაველის მეტროსთან გამაგრებული ფალავანდიშვილი ამბობს სიტყვა სიტყვით (ვიდეო უდევთ თავის გვერდზე): „ძალიან სახიფათო დღეა, შეიძლება იყოს მსხვერპლი, კიდევ ერთხელ ვაანონსებ,“ –და ეპატიჟება ხალხს ხვალისთვის. ფალავანდიშვილზე თავდასხმას არავინ აპირებს დანამდვილებით. ის აანონსებს მსხვერპლს და შესაბამისად, ის აპირებს სისხლის დაღვრას. შსს, შენ იყო არარაობა და ჩმორი, თუ ეგ ბანჯგვლიანი ველური ახლავე არ დაიჭირო. ერთი წვეთი სისხლი დაიღვაროს, გადავყვებით ყველა იცოდეთ,“ - წერს ჯანგირაშვილი.


digest.ge





კომენტარები:

ფართი შოპი