მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან – ანდრია ჯაღმაიძე რუსთაველზე მივიდა

05 Jul 2021 15:24

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსთაველზე მივიდა სადაც საპატრიარქოს მოწოდებით მრევლისა და საეკლესიო პირები “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მობილიზება მოხდა, დაანონსებული მშვიდობიანი პარაკლისი კი მოულოდნელად ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა.


ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ის ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას და მოუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან. დეკანოზის თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტი სრულიად დაუშვებელია და ეკლესია ამას ვერ გაამართლებს.


“ასეთი ფაქტი მოხდა ჟურნალისტების მიმართ, სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია, ეკლესია ამას ვერ გაამართლებს, ამიტომ, თუ ვაცხადებთ, რომ უნდა იყოს მშვიდობიანი გამოხატვა პროტესტისა, ეს უნდა მოვახერხოთ როგორღაც და არავითარ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში, მათ შორის არც ჟურნალისტებისადმი არ უნდა იყოს აგრესიული ქმედება,” – განაცხადა მან.




კომენტარები:

ფართი შოპი