“ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთ სიყვარულისკენ მოგვიწოდებს, გთხოვთ, თავი შეიკავეთ” – საპატრიარქო

05 Jul 2021 15:44

გვინდა, შევახსენოთ ე.წ. ,,მარშის” გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.


როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი შეკრების დროს ჟურნალისტების მიმართ გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რაც მათივე თქმით, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია.


„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი