რომან გოცირიძე - ირაკლი ღარიბაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს - პრემიერ-მინისტრი არის პროვოკატორი, მოძალადე და დამნაშავე

05 Jul 2021 16:30

ირაკლი ღარიბაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს - ის პრემიერ - მინისტრი არ არის, ის არის ბიძინა ივანიშვილის ლაქია და მისი დავალებების შემსრულებელი, - ეს განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა, რიმელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს.


გოცირიძე იმასაც ამბობს, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა საკუთარი ქვეყნის მთავრობა ობიექტურად საქმის კურსში ჩააყენოს. გოცირიძის აზრით, დროა საქართველოს მთავრობის წევრებს და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს.


„პრემიერ-მინისტრი არის პროვოკატორი, მოძალადე და დამნაშავე. მისი განცხადება იმ ბარბაროსული ქმედებების წამახალისებელი იყო, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება. პრემიერ - მინისტრი ამბობს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების რეალიზება, რასაც ერთი ჯგუფი ცდილობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიერ ყოფილა ორგანიზებული. ეს უზნეობა კი არა, პირდაპირი დანაშაულია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი