ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე დროებით უარს აცხადებს და დაპირისპირების კერებიდან გადამღები ჯგუფები გამოჰყავს

05 Jul 2021 16:43

ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე დროებით უარს აცხადებს და დაპირისპირების კერებიდან გადამღები ჯგუფები გამოჰყავს.


არხის საინფორმაციო სამსახურის შეფასებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ცალკეულ ადგილებზე მუშაობა საფრთხის შემცველია. შესაბამისად, არხის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტები და ოპერატორები ტერიტორიას დატოვებენ იქამდე, ვიდრე სამართალდამცავების მიერ წესრიგი აღდგენილი არ იქნება.


„სანამ დაძაბულობაა, არ აღდგება წესრიგი მთავარ გამზირზე, ჩვენი ჟურნალისტები განვარიდეთ მიმდებარე ტერიტორიას. ჩვენი ჟურნალისტები არიან დაშავებულები, რამდენიმე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა“, - აცხადებენ ტელევიზიაში.


შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და ოპერატორებს. ნაცემია მედიასაშუალებების არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის “პალიტრანიუსის“ ოპერატორი.





კომენტარები:

ფართი შოპი