“ეს თუ შეგრჩეთ, აგერ თქვენ და აგერ მე!” – რა ფოტოს აქვეყნებს ინგა გრიგოლია

05 Jul 2021 16:54

რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები “სირცხვილიას” ოფისში შეიჭრნენ და “პირველების” ოპერატორი სასტიკად სცემეს, მათ ოფისს ქვები დაუშინეს.


ადგილზე მყოფ ჟურნალისტებთან კონტაქტი შეწყდა, რადგან გადამღები მოწყობილობა და ასევე მობილური ტელეფონები შეჭრისას დააზიანეს.


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ოფისებში უვარდებიან ხალხს ეს მოძალადეები და პოლიციას სძინავს საღათას ძილით. დასისხლიანებული მედიის წარმომადგენლები თუ შეგრჩეთ, აგერ თქვენ და აგერ მე!!!


ღარიბაშვილო, შენს დღევანდელ განცხადებას მოგიბრუნებს ისტორია, თანაც მალე! თანაც ძალიან ცუდად. ესაა ჩვენი ოპერატორი- ლექსო ლაშქარავა ამ წუთებში”

May be an image of 1 person and screen


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი