გადადგეს ღარიბაშვილი! ოპოზიციამ დავტოვოთ პარლამენტი! ელჩებო, არ მიგვატოვოთ! – თაკო ჩარკვიანი

05 Jul 2021 17:43

პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, რადგან ეს პროვოკაცია მის მხრებზეა.

თაკო ჩარკვიანი:


ღარიბაშვილი უნდა გადადგეს!!!!! ეს პროვოკაცია მის მხრებზეა!


ოპოზიციას მივმართავ! ეს თუ არ შეჩერდა, დავტოვოთ პარლამენტი !!!ეს საკანონმდებლო ორგანო არ არის !საკანონმდებელო “ორგანო ” არა!


დეპუტატი თამარ ჩარკვიანი მოგმართავთ დასავლელ პარტნიორებს, მეგობარი ქვეყნის ელჩებს!


ბატონებო მეგობრებო!ეს არის რუსეთის ინტერესებზე მომუშავე საქართველოს ხელისუფლების მიერ ხელოვნურად წახალისებული საქართველოს სახელმწიფოს მიმართ -წინააღმდეგ რუსეთის მიერ მართული პროვოკაცია, რადგან მოსახლეობის აზრი გაცხადებულია-ორჯერ რეფერენდუმით საქართველოს მოსახლეობას გაცხადებული აქვს- არჩევანია დასავლური კურსი, ახლა ხელოვნურად აჩვენებენ დასავლეთს -ეს ხელისუფლება მათ მიერ წახალისებული ჯგუფებით , რომ თითქოს საქართველო არ არის მზად ნატოში ინტეგრირებისთვის. ლგბტ თემა ხელოვნურად არის გამოყენებული, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ყველას ( ორივე მხარეს) აქვთ უფლება აზრის და პოზიციის გამოხატვისა, მაგრამ არა ამ კრიმინალური ფორმით, რომელსაც ხელისუფლება ახალისებს!!! ეს გეგმაა და მცდელობა საქართველოს რუსეთზე გადაბარებისა! უმორჩილესად გთხოვთ მეგობარ ელჩებს, დიპლომატიურ კორპუსს(მე მისაუბრია თქვენთან ამ მოსალოდნელ საშიშროებაზე -რუსეთის მიერ მართული პროცესის საშიშროებაზე)


დიახ, უმორჩილესად გთხოვთ მეგობრებო, არ მიატოვოთ თქვენი მეგობარი საქართველო, ის კარგი პარტნიორი იქნება მსოფლიო მეგობრობისთვის!”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი