დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა ხელახლა გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც პარლამენტის კომიტეტებში კვოტების ხელახალი გადანაწილება მოხდა.
აღნიშნულ თანამდებობაზე ოპოზიციის კვოტით კენჭსაყრელად წარმოდგენილი იყო ორი კანდიდატურა: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი და გელა მიქაძე ფრაქცია „ევროპული სოციალისტების“ კვოტით.
კენჭისყრის შედეგებით კომიტეტის წევრებმა მხარი გელა მიქაძის კანდიდატურას დაუჭირეს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას, კვოტების ახალ გადანაწილებამდეც იკავებდა.