ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადა მაუწყებლებს ავტომატურად გაუგრძელდებათ

05 Jul 2021 18:05

ერთხელ ავტომატურად ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადის ერთჯერადად ავტომატურ, უსასყიდლოდ გაგრძელებას ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ლევან მგალობლიშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ბეჟან წაქაძისა და ისკო დასენის მიერ არის ინიცირებული.

 

ცვლილების შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა. დავით სონღულაშვილის თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს მაუწყებლის კანონის შესაბამისად ერთხელ ავტომატურად ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადის ერთჯერად ვადის გაგრძელებას უსასყიდლოდ 2026 წლის 31 დეკემბრამდე. ასევე, განსაზღვრავს ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე კომისიისთვის განცხადებით  მიმართვის ვადას. კერძოდ,  მაუწყებლებმა კომისიას განცხადებით უნდა მიმართოს ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს. ამავე დროს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა რადიო გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

 

დავით სონღულაშვილმა საკანონმდებლო წინადადების ავტორებს განუმარტა, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე პარლამენტის წევრებმა თვითონ დააინიცირეს აღნიშნული  პროექტი, რომ პროცესი უფრო სწრაფად და შეუფერხებლად წარმართულიყო.





კომენტარები:

ფართი შოპი