დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს მოუსმინა

05 Jul 2021 18:18

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებ იმსჯელა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. 

 

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ გიორგი მსხილაძემ კანდიდატების:  ეკატერინე მიქაბაძის, ნიკოლოზ გაგუას და ეკატერინე გალდავას შესახებ ინფორმაცია გააცნო კომიტეტს, რის შემდეგაც კანდიდატებმა თავად ისაუბრეს თავიანთ ხედვაზე და მოსაზრებებზე  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის საქმიანობის შესახებ.  უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს.

 

სხდომის ბოლოს კომიტეტმა ცალ-ცალკე უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა სამივე კანდიდატს.

 

„იმედი მაქვს, რომ როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები იქნებით, იმ საკითხებზე, რომლებიც ეროვნულ ბანკთან მიმართებაში მრავლად არსებობს, და ეს დღევანდელმა სხდომამაც დაადასტურა, აქტიურად იქნებით ჩართული და გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა“, -განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი