ღვინის კატეგორიებს დეალკოჰოლიზებული ღვინო და ღვინისებური სასმელი ემატება

05 Jul 2021 18:48

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც  ღვინის ახალი კატეგორიების, „დეალკოჰოლიზებული ღვინის“ და  ღვინისეული სასმელის  დამატებას ითვალისწინებს.

 

ცვლილებები, ღვინის საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებისა და ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება და ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

 

კანონპროექტი და მისგან გამომდინარე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი, ასევე არეგულირებს სერტიფიცირების საკითხს.

 

სერტიფიცირება. რომელიც აქამდე მხოლოდ ექსპორტზე ვრცელდებოდა და ადგილობრივ ბაზარზე სერტიფიცირებას  მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი ექვემდებარებოდა, ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელისთვის სავალდებულო ხდება.

 

მომხსენებელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ  განმარტა, რომ ამ მუხლთან დაკავშირებით კერძო სექტორს გონივრული ვადა ეძლევა და შესაბამისად ის 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

 

პროექტით ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტზე ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობის მიღების უფლება ენიჭება.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პირველი მოსმენით.




კომენტარები:

ფართი შოპი