„მოძალადეები რომ არა, ისე ჩაივლიდა დღევანდელი დღე, ნახევარზე მეტი მოქალაქე ვერც გაიგებდა რა ხდება“...

05 Jul 2021 19:12

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის ძალადობას გმობს და ყველა მოძალადის დაკავებას ითხოვს. ამასთან ხაზს უსვამს, რომ ლგბტ თემის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებების პროპაგანდა ყველაზე კარგად ჰომოფობიური ჯგუფებს გამოსდით.


„ყველა მოძალადე უნდა იყოს დასჯილი, მათ შორის ჰომოფობები! მათი ატანა წარმოუდგენელია უკვე და ვინც მათ მხარს უჭერთ, გამოფხიზლდით ცოტა!! ვაჟკაცობის და ღირსების სახელით, სუსტებს ჩაგრავენ.

ქრისტეს სახელით ხალხს სცემენ და ურტყამენ.


პატრიოტიზმის სახელით ქვეყანაში არეულობას და დაძაბულობას იწვევენ.


ისე ჩაივლიდა დღევანდელი დღე, ნახევარზე მეტი მოქალაქე ვერც გაიგებდა რა ხდება. ეს დესტრუქციული ძალები ახდენენ სპეციალურად ძალიან ცუდ გავლენას ხალხზე!


ვისი ქმედებაც გასცდება დღეს კანონს, აუცილებლად ყველა იყოს დაპატიმრებული.


არავინ არავის სახლში არ უვარდება (მოძალადეების და ჰომოფობების გარდა) და ამ ქვეყანაში ყველას აქვს თანაბარი უფლება ყველაფრის!!!


მე მივდივარ დღეს უდანაშაულო ადამიანების მხარდასაჭერად.


სანამ საწინააღმდეგო კომენტარს დამიწერთ, სათანადოდ გაეცანით როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობას, ასევე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. 

შემდეგ დაკვირვებით წაიკითხეთ ბიბილია და გადახედეთ თეოლოგიას! ნახვამდის!“ - წერს ეკო ფანგანი.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი