ზურაბ ქადაგიძე: პრემიერს სწორი პოზიცია ჰქონდა, რადგან „პრაიდის“ ორგანიზატორებს ჰქონდათ საშუალება სხვადასხვა ლოკაციაზე გამოეხატათ საკუთარი პოზიცია

05 Jul 2021 19:19

„სამწუხარო ისაა, რომ ეს პროცესი სუფთა პოლიტიკური ხასიათისაა, რადგან ზურგი რადიკალურმა ოპოზიციამ გაუმაგრა თავის ხელმოწერებით. ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ჟურნალისტებს თავს ესხმიან მოქალაქეები და ფიზიკურად უსწორდებიან“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. 


მისი თქმით, ეს პროცესი პოლიტიკური ხასიათისაა, რადგან ორგანიზატორებს ზურგი ოპოზიციამ გაუმაგრა.


„ე.წ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ ჩატარდება, რადგან შეიცავს დესტაბილიზაციისა და დაპირისპირების საფრთხეებს - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ყველაზე სწორი პოზიციაა, დიახ, ყველაზე, რადგან „პრაიდის“ ორგანიზატორებს ჰქონდათ საშუალება სხვადასხვა ლოკაციაზე გამოეხატათ საკუთარი პოზიცია, თუმცა მათ მაინც გადაწყვიტეს ე.წ „აღლუმის“ გამართვა. სამწუხარო ისაა, რომ ეს პროცესი სუფთა პოლიტიკური ხასიათისაა, რადგან ზურგი რადიკალურმა ოპოზიციამ გაუმაგრა თავის ხელმოწერებით. ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ჟურნალისტებს თავს ესხმიან მოქალაქეები და ფიზიკურად უსწორდებიან. სასწრაფოდ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება და პასუხისგება ყველა მოძალადის, ხოლო პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან არჩევნებზე ის პარტიები, რომლებიც საკუთარი ინტერესებისთვის ცდილობენ დღევანდელი დაპირისპირების გამოყენებას. ბოიკოტით, აქციებით, 6 თვიანი სპეკულაციებით ვერაფერი შეძლო რადიკალურმა ოპოზიციამ და ახლა ერთადერთი დარჩენია საზოგადოების ფიზიკური დაპირისპირება“, - წერს facebook გვერდზე ზურაბ ქადაგიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი