"დაბადება მისთვის ნამდვილი შოკია" - მტკივნეულია თუ არა მშობიარობის პროცესი ნაყოფისთვის

05 Jul 2021 20:29

მშობიარობა უდიდესი სტრესია ქალის ორგანიზმისთვის, თუმცა მშობიარობაში ქალი და ბავშვი ერთად მონაწილეობენ. ამიტომ ხშირად ჩნდება კითხვა, როგორია ეს პროცესი ბავშვისთვის, ნუთუ ისიც იმავეს განიცდის, რასაც დედა? რა პასუხი აქვს ამაზე მეცნიერებას?


რას გრძნობს ბავშვი მშობიარობის დროს?

თანამედროვე მეცნიერების მიღწევებისა და მრავალრიცხოვანი კვლევების მიუხედავად, სპეციალისტებს დღემდე არ აქვთ ზუსტი პასუხი, თუ როგორ გრძნობს თავს ბავშვი უშუალოდ მშობიარობის პროცესში.


მშობიარობა სამ ეტაპს მოიცავს:

  1. სამშობიარო შეტევები
  2. ჭინთვები და ბავშვის დაბადება
  3. მომყოლის დაბადება

შესაბამისად, ბავშვის შეგრძნებებიც ამ ეტაპების მიხედვით იცვლება.


სამშობიარო შეტევებისას

ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ დროს ბავშვსყველა მხრიდან აწვება დედის სხეული. ამ დროს თუ დედას ძლიერი ტკივილი აქვს, ბავშვისთვის ეს უფრო დისკომფორტია, ვიდრე ტკივილი. შეტევების დაწყებისთანავე დედის სხეულში ჰორმონი ოქსიტოცინი გამოიყოფა, რომელსაც ბავშვისთვის დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.

დედის სხეულში კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც ნაყოფს მშობიარობის დროს ტკივილისგან იცავს: როცა შეტევა პიკს აღწევს, ნაყოფის თავის ტვინში სისხლის მიწოდება ფერხდება და რამდენიმე წამის განმავლობაში ის ვერაფერს გრძნობს.


სისხლის მიმოქცევა ნორმას თითქმის მაშინვე უბრუნდება, ამიტომ ასეთი ხანმოკლე ცვლილება ბავშვის სხეულში გვერდით მოვლენებს არ იწვევს. პარალელურად მონიტორის საშუალებით ექიმებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ ბავშვის მდგომარეობას.


ჭინთვების დროს

მშობიარობის პროცესში ბავშვი ძალიან ძლიერ ზეწოლას განიცდის. საშვილოსნო ძალიან აქტიური შეკუმშვით ცდილობს, გამოაძევის ის, თუმცა თავად ბავშვიც გარკვეულ მოძრაობებსასრულებს, რითაც ეხმარება დედას მის ამქვეყნად მოვლინებაში. ეს უფრო ფიზიკურ დატვირთვას ჰგავს, ვიდრე სტრესს.


დაბადება

დაბადება მისთვის ნამდვილი შოკია. მისი გარემომცველი სამყარო რადიკალურად იცვლება, მისი მშობლიური სამყაროსგან აღარაფერი რჩება და ყველაფერი, რაც ელის, მისთვის უცხოა.

  1. იწყებს ფილტვებით სუნთქვას
  2. სინათლეს ხედავს
  3. მიზიდულობის ძალას გრძნობს
  4. ახალ სამყაროში უფრო ცივა და ძლიერი ხმაურია.

თუმცა სტრესი, რასაც ის პირველი წამებიდანვე განიცდის, მას აძლიერებს და ორგანიზმის ყველა სისტემას ამოქმედებაში ეხმარება.


ასე რომ, ბავშვი მშობიარობისას ტკივილს არ განიცდის, თუმცა პროცესი მისთვის არაკომფორტული და სტრესის მომტანია.


სამშობიარო ტკივილები ქალისთვის

როგორც აღვნიშნეთ, მშობიარობისას ტკივილს მხოლოდ დედა განიცდის. სამშობიარო შეტევების ტკივილების შესამსუბუქებლად ეპიდულარული ანესთეზია კეთდება. ეს ქალს საშუალებას აძლევს შეტევების პერიოდი, როცა ბავშვი სამშობიარო გზებს გადის, უმტკივნეულოდ გადაიტანოს და უფრო რთული ეტაპისთვის - ჭინთვებისთვის - მოემზადოს. ამ დროს ანესთეზია აღარ „მუშაობს“ და დედას თავად უწევს ყველაფერთან გამკლავება.


ანესთეზია მშობიარობის ეტაპებს არ ცვლის და არ ხვდება ბავშვის ორგანიზმში, შესაბამისად, არ ვნებს ნაყოფს.


mshoblebi




კომენტარები:

ფართი შოპი