არავინ ერჩის, პრობლემა დგება, როდესაც მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა იწყება - დეკანოზი ანდრია ლგბტ პირბეზე

05 Jul 2021 21:17

ლგბტ ადამიანებს არავინ ერჩის. პრობლემა დგება მას შემდეგ, როდესაც მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა იწყება, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ „ქრონიკაში" პირდაპირი ჩართვისას.


„ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქავას, რომ სწავლება, ეკლესიის მოწოდება არ არის ადამიანების წინააღმდეგ მოწოდება, არამედ ეს არის ცოდვის წინააღმდეგ მოწოდება. ამ ადამიანებს, ლგბტ ადამიანებს არავინ ერჩის. პრობლემა დგება მას შემდეგ, როდესაც მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა იწყება. ამ პროპაგანდას უყურებს დიდიც, პატარაც და ძალიან დამაზიანებელია. ასე მიზჩნია მოსახლეობის უმრავლესობას. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ გადაეთელათ, პირდაპირ მოსახლეობის აზრი და აი, სამწუხაროდ, საქმე აქამდე მიიყვანეს", - განაცხადა მამა ანდრიამ „ქრონიკაში" პირდაპირი ჩართვისას.





კომენტარები:

ფართი შოპი