„არ მჯერა, რომ უჭირდეს ჰომოსექსუალს ან ტრანსგენდერს და ადამიანმა ჩაუაროს ისე, რომ არ დაეხმაროს...“ - კასრაძე

06 Jul 2021 00:10

ცნობილი მსახიობი, ნინო კასრაძე თბილისში დღეს მიმდინარე მოვლენებს „რუსთავი 2“-თან ეხმაურება და აცხადებს რომ მისთვის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. 


„აზრის გამოხატვის უფლება აქვს ყველა ადამიანს, უმცირესობასაც და მათ მოწინააღმდეგეებსაც, მაგრამ ძალადობა ეს წარმოუდგენელია. ვის აქვს იმის უფლება რომ გამოვიდეს და თქვას - „სისიხლი დაიღვრება“ ანუ სახელმწიფოს აშანტაჟებენ? ხალხი დაიძაბა, ყველას ეშინია ახლა ამ არეულობაში თავისი შვილი არ მოჰყვეს. მესმის იმ ადამიანისაც, რომლებიც გულანთებულები არიან და აქვთ გაურკვეველი შიში, შესაძლოა არასათანადო ინფორმაცია და განათლება, მაგრამ ძალადობა წარმოუდგენელია. ამასთან უნდა ვთქვა - არ მჯერა, რომ უჭირდეს ჰომოსექსუალს, ტრანსგენდერს ან ნებისმიერი თემის წარმომადგენელს და ადამიანმა ჩაუაროს ისე, რომ არ დაეხმაროს ამ ადამიანს. როდესაც ვიკრიბებით, ნუ დაგვავიწყდება, რომ როდესაც ერთი ერთზე ვხვდებით ასეთ ადამიანს და მას უჭირს, ძალიან გულმოწყალეა ქართველი ადამიანი“, - ამბობს ნინო კასრაძე.


digest.ge 







კომენტარები:

ფართი შოპი