,,ყვება, როგორ ხუჭავდა თვალებს, რომ არ ამოეთხარათ თვალი და მე ეთერიდან ვიგებ, რომ “უბრალო ნაკაწრი” მოტეხილი ხელი ყოფილა…”

06 Jul 2021 09:45

,,მთავარი არხის” 5 ივლისს დაზარალებული ოპერატორის, ვაჟიკო ჩხაიძის მეუღლე ირინა ტყემალაძე:


,,ჩემი ქმარი (არ ვთაგავ) ცოტა “არასტანდარტული შემთხვევაა” – მრევლიც არის, წირვა-ლოცვაზეც შეძლებისდაგვარად დადის, და თან მთავარი არხის ოპერატორიცაა.. “იმათიანიც” არის და “ამათიანიც”, არც კაციჭამიაა, არც ბნელი, “დაჟე” ტატუც კი აქვს (ღმერთო კი მამკალი) .. ერთი ჩვეულებრივი, ზე-მშვიდობიანი და ხანდახან ზედმეტად მხიარული (ცანცარასაც უწოდებს თავის თავს) ადამიანია, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი პროფესია, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე დადის გადაღებებზე და კამერას “მიუშვერს” ობიექტს, მხოლოდ იმიტომ, რომ “ქონდეს კადრი”.. ამ კადრის მიხედვით თქვენ – მაყურებელმა უნდა გააკეთოთ დასკვნა, და გქონდეთ თქვენი შეხედულება..


დღეს მოასწრო, ერთი წამით დაერეკა და დაეძახა, რომ არ შემეშინდეს, ყველაფერი კარგადაა, იგივე ჩამყვირა მისმა ჟურნალისტმაც – ნინო გაზდელიანმა. ხოდა დგას ეხლა ეგერ, პირდაპირ ეთერში, შეხვედული ხელით, ყვება როგორ ხუჭავდა თვალებს, რომ არ ამოეთხარათ თვალი და მე ეთერიდან ვიგებ, რომ “უბრალო ნაკაწრი” მოტეხილი ხელი ყოფილა… ჩემი 8 წლის შვილი კართან დამხვდა, იცი, მამას სახეში დაარტყეს,, და მე ძალიან შემრცხვა და პასუხი არ მქონდა”.


ალია





კომენტარები:

ფართი შოპი