გრცხვენოდეთ თქვენო უწმინდესობავ, თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ, ამ ცოდვას თქვენ ღმერთი არასდროს გაპატიებთ - გიგი უგულავა

06 Jul 2021 09:55

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე, ძალადობრივი ჯგუფის მიერ აქციის ჩატარებას ეხმაურება.


როგორც პოლიტიკოსი ამბობს, რუსთაველზე პუტინისტი რუსები დგანან, პრემიერმა კი პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა.


მან საპატრიარქო "რუსეთის მეხუთე კოლონად" მოიხსენია. 


"ჯაღმაიძე უწყვეტ ხაზზე ქურდივით დაიარება. 

იაკობი გაიძახის ჰკა მაგას! ჯვარს აცუთ ეგე! ღარიბაშვილმა პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა და ამით "პოგრომს" მწვანე აუნთო. პატრიარქმა და მისმა სინედრიონმა რუსთაველი გოლგოთას დაამსგავსეს.


დიახ, ყოველი ჩაგრული დღეს იესოა და მთავარი მჩაგვრელი იესოს სახელით მქადაგებელი პატრიარქი, კაიაფა და მისი სინედრიონია

საკუთარი ცოდვის მონანიების ნაცვლად მისი გადაფარვა გადაწყვიტეს. მთელი საპატრიარქო ერთმანეთს უბეში უძვრებით, მხოლოდ იმაზე ჭორაობთ, ვინ ვისთან წევს და ასე უსინდისოდ აგიჟებთ ამ ხალხს. პირდაპირ რუსეთის მეხუთე კოლონა ხართ.


გრცხვენოდეთ, თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ. ამ ცოდვას თქვენ ღმერთი და შთამომავლობა არასდროს გაპატიებთ.

ზოგჯერ მთხვევის ნაცვლად სახარებასაც თუ წაიკითხავთ მიხვდებით:


"რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს," "არა არს დაფარულ რომელი არა განცხადდეს,"- წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე". 


rustavi 2 








კომენტარები:

ფართი შოპი