„ორივე მხარეს ეხება ეს - ისეთს რა ფასეულობებს იცავთ, რომ მის დაცვაში ყველა სხვა ფასეულობას თელავთ“ - მაკა რაზმაძე

06 Jul 2021 10:22

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ღირსების მარშის ჩაშლის მიზნით, თბილისში მომხდარ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის ორივე მხარეს ურჩევს ღირებულებებზე დაფიქრდნენ. ამასთან მაკა გმობს ძალადობას და აცხადებს, რომ  დღეს მისთვის ფასეულობების გარდატეხა მოხდა.


„გავიფიქრებ ხოლმე გამოვედით 90-იანების კომპლექსიდან, დავმშვიდდით და გავიზარდეთ საზოგადოება-თქო და უცებ… წავიდა ცემა-ტყეპა, ერთმანეთის თავ-პირის ლეწვა და ჯანდაბა…


ისე მოგვდის, ვირტუალურ თამაშებში ურთულეს ლეველებს რომ გაივლი, დააგროვებ ქულებს და ისაა სამშვიდობოს უნდა გახვიდე რომ ერთი პატარა არასწორი მოძრაობის გამო ისევ პირველ ლეველზე ჩაიწვები…


ხოდა მერამდენედ უნდა ჩავიწვათ და დავბრუნდეთ საწყის პოზიციაზე? ყოველ ჯერზე სულ უფრო წარმოუდგენელი შეცდომებია, რომ ვერც წარმოიდგენს ადამიანი, ისეთი შეცდომები. თითქმის ყველას და ყველანაირ ფასეულობებს დავაფურთხეთ უკვე და აი ახალიც-ახლა ჟურნალისტების დევნა გვაკლდა!


მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელია ნაცემი და დაზიანებული, აპარატურა დალეწილი.


ისეთ რა ფასეულობებს იცავთ რომ მის დაცვაში ყველა სხვა ფასეულობებს ფეხით თელავთ?!


ორივე მხარეს ეხება ეს და ზოგადად ჩვენ ყველას, მთელ საზოგადოებას! ფასეულობების გარდატეხა მოხდა დღეს ჩემთვის….“


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი