რატი ბრეგაძესა და ისრაელის იუსტიციის მინისტრ, ვიცეპრემიერ გიდეონ საარს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

06 Jul 2021 12:59

რატი ბრეგაძემ გიდეონ საარს იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

 

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა პარტნიორობის სფეროებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმდების შესაძლებლობა განიხილეს.

 

გიდეონ საარიმ რატი ბრეგაძე  ისრაელში მიიწვია. თავის მხრივ, ისრაელის იუსტიციის მინისტრი საქართველოში დაპატიჟა რატი ბრეგაძემ.

 




კომენტარები:

ფართი შოპი