საქართველოს რკინიგზის და მისი შვილობილი კომპანიების მიერ დომინანტური პოზიციების ბოროტად გამოყენების და სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე HUB GEORGIA ბრიფინგს გამართავს

30 May 2018 20:14


31 მაისს 11:00 საათზე „HUB Georgia“-ს  აღმასრულებელი  დირექტორი ვასო ურუშაძე და იურისტი მარიამ საბიაშვილი საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებში არსებული მონოპოლიის, კონკურენციის შეზღუდვისა  და სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე  საქართველოს  სახელმწიფო  აუდიტს  განცხადებით  მიმართავს.  (მის: ქ. თბილისი  წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96)


ორგანიზაციის წარმომადგენლები აუდიტის სამსახურს წარუდგენენ  „HUB Georgia”-ს მიერ ჩატარებული ანალიტიკური კვლევის შედეგებს და  ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნებს.  HUB Georgia-ს მიერ წარდგენილ მასალებში საუბარია საქართველოს რკინიგზის და მისი შვილობილი კომპანიების მიერ დომინანტური პოზიციების ბოროტად გამოყენების, ხელოვნური ბარიერებით მონოპოლიის შექმნის, კონკურენციის შეზღუდვის, სახელმწიფოს სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის და სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე. კვლევის მიხედვით იკვეთება რკინიგზის მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელების დანაშაულებრივი ქმედებები, თანამდებობრივი გულგრილობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება,  მონოპოლიური სისტემის შექმნის ხელშეწყობა, კონკურენციის შეზღუდვა და სხვა ბრალეულობები.


HUB Georgia-ს დირექტორი ვასო ურუშაძე მედია საშუალებების წარმომადგენლებს ასევე გააცნობს ინფორმაციას  სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს რკინიგზას შორის მიმდინარე სკანდალურ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.




კომენტარები:

ფართი შოპი