ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებს - სახელმწიფო ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე

06 Jul 2021 13:05

„ჟურნალისტებს გისურვებთ წარმატებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იცოდეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე და ასეთი რამ აღარ განმეორდეს“, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

 

 

მისის თქმით, ჟურნალისტებთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ძალადობას, შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და სამართალდარღვევებს, რასაც ექნება ადეკვატური, პროპორციული სამართლებრივი რეაგირება.


„იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ  არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც ქართულ ტრადიციებთან. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს იმისთვის, რომ დაეცვათ თითოეული ჟურნალისტი, თუ თითოეული მოქალაქე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი