ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირსა და რამდენიმე ქუჩაზე შუქნიშნები დროებით გათიშულია.
გათიშვის მიზეზი კომპანია „თელასის“ მიერ გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვაა.
შუქნიშნები გამორთულია შემდეგ მიმართულებებზე: ვარაზისხევი, ჭავჭავაძის გამზირი-ნაფარეულის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი-ბაზალეთის ქუჩა, ფალიაშვილი-ერისთავის ქუჩა, ფალიაშვილი-ბაზალეთის ქუჩა, აბაშიძე-არაყიშვილის ქუჩა.
აღნიშნულ ქუჩებზე შუქნიშნები „თელასის“ მიერ გეგმიური სამუშაოების დასრულებისთანავე ჩაირთვება.