„ლელო საქართველოსთვის“ ადგილობრივი ორგანიზაციების დაფუძნებას განაგრძობს

06 Jul 2021 15:43

აჭარაში პირველი რაიონული კონფერენცია ქობულეთში გაიმართა. 


კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული „ლელო საქართველოსთვის“ წევრები.


მამუკა ხაზარაძე - “ლელოს რაიონული ორგანიზაციები მთელი საქართველოს მასშტაბით ფუძნდება, პრინციპით - ქვევიდან ზევით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტიის წევრები ირჩევენ რაიონული ორგანიზაციების ლიდერებს მართველობითი ორგანოს წევრებს და იმ ადამიანებს ვინც უნდა მართოს პროცესი. 


ჩვენ დღეს ვიმყოფებით ქობულეთში და ვიწყებთ აჭარის რეგიონალური ოფისების დაფუძნების პროცესს, რომელიც ამ კვირაში მთელს აჭარაში დამთავრდება. უახლოეს დღეებში იქნება სხვა რაიონებიც. 


მე ძალიან მახარებს ერთი ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ამ პროცესში ჩაართული და სწორედ ეს არის ის რაც ჭირდება ჩვენ პარტიას. რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ახალგაზრდა სუფთა, განათლებულ, გულანთებულ ადამიანებს გავუხსნათ გზა ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ მოვიდეს ახალი ენერგია, ახალი იდეები რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას.”





კომენტარები:

ფართი შოპი