„მოემზადეთ უფრო დიდი გაჭირვებისთვის, შიმშილისთვის და ჩაკეტილობისთვის“ - დეკანოზი თამაზ ლომიძე

06 Jul 2021 17:05

„რა საერთო აქვთ ამ მოძალადეებს და მათ წამხალისებლებს ქრისტესთან ან ქრისტიანობასთან? - სრულიად არაფერი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზმა თამაზ ლომიძემ დაწერა.


მისი თქმით, ქვეყანაში ძალადობა და შეუწყნარებლობა წახალისებულია.


„ამათ რეალურად არც სარწმუნოება ადარდებთ და არც ზნეობა, მხოლოდ საკუთარი ცხოველური ინსტინქტებით, გაუცნობიერებელი შიშებითა და ვნებებით არიან მართულნი, ველურებივით. ადამიანზე მოძალადე არასოდეს არის ღმერთისკენ და ღმერთისთვის, ეს გამორიცხულია.


გონებაჩლუნგებმა დღემდე ვერ შეიგნეს, რომ წახალისებული ძალადობა უფრო უარეს და დიდ ძალადობას და ქაოსს იწვევს. მძიმეა, მაგრამ მოემზადეთ, ქვეყანაში უფრო დიდი გაჭირვებისთვის, შიმშილისთვის, უპერსპექტივობისთვის, ჩაკეტილობისთვის, მონობისთვის და უბედური ცხოვრებისთვის. როცა ქვეყანაში ძალადობა წახალისებული და შეწყნარებულია, ეს იქნება ამის მწარე ლოგიკური შედეგი.


P.S. პოპულარულ მღვდელ, შალვა კეკელიას ჰკითხეთ გუშინდელი საბრძოლო მოწოდებების გამო, თუ იღებს პასუხისმგებლობას ნაცემი და დასისხლიანებული, მშვიდობიანი ადამიანების წინაშე.


ფოტოზე: სიწმინდის და ზნეობის დამცველების მიერ ნაცემი ერთ-ერთი მშვიდობიანი ჟურნალისტი დღეს“, - წერს დეკანოზი.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი