„განსაკუთრებული იდიოტებისთვის, რომლებიც ჯიუტად აგრძელებენ სიტყვათშეთანხმების „გეობის პროპაგანდა” გამოყენებას, ბოლოჯერ ვხსნი...“ - მიშა მშვილდაძე

06 Jul 2021 17:30

პროდიუსერი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ გეობის პროპაგანდა არასწორი გამონათქვამია. 


„განსაკუთრებული იდიოტებისთვის, რომლებიც ჯიუტად აგრძელებენ სიტყვათშეთანხმება „გეობის პროპაგანდას” გამოყენებას, ბოლოჯერ(!) ვხსნი:


ნახეთ, პროპაგანდა შესაძლებელია ისეთი იდეის, რომელიც ადამიანს შეუძლია მოიწონოს, აირჩიოს და გაიზიაროს – ფაშიზმი, კომუნიზმი, ლიბერალიზმი, ქრისტიანობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი – ამ ყველაფრის პროპაგანდა რომ აწარმოო, შესაძლებელია.


იმის პროპაგანდას, რასაც ადამიანი კი არ ირჩევს, არამედ მისი ბედისწერით, ეპიგენეტიკური ფაქტორით, ღვთის ნებით თუ რაც გინდათ უწოდეთ, იმით განისაზღვრება, არის მოკლებული აზრს და არ არსებობს, მიხვდით?? რაც არ უნდა პროპაგანდა გიწარმოოთ ყველა არხზე ერთდროულად, ვერ გახდები უფრო მაღალი, ცისფერთვალება, მესამე ჯგუფის რეზუს დადებითი ან გეი – ვერა, ნოუ, შეუძლებელია – კაპიშ??


გაიგეთ, რა ხდება? გაანძრიეთ ცოტა ტვინი, ბოლოჯერ ავხსენი და ვისაც ეს სტატუსი ექნება წაკითხული და მაინც დაწერს სადმე “იიი, ელჯიბითი პროპაგანდა” – ეგრევე ჩაგწერთ უიმედოების ლისთში – მანდედან ამოძრომა კიდე ჯოჯოხეთიდან ამაღლებაზე ადვილი არაა,“- წერს მიშა მშვილდაძე.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი