როგორ უნდა მიიღოთ ოჯახის თითოეულ წევრზე 60 ლარამდე ყოველთვიური დახმარება – ნახეთ დეტალები

06 Jul 2021 17:59

თუ თქვენ და თქვენი ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან ფულად დახმარებას საჭიროებთ, მაშინ ამ სტატიას უნდა გაეცნოთ. “პრაიმტაიმი” მოკლე ექსკურსს გთავაზობთ, როგორ ჩაერთოთ სახელმწიფო გასაცემლების პროგრამაში და როგორ მიიღოთ დახმარება.

 

პირველ რიგში, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მიმართოთ, შეავსოთ დადგენილი ფორმის განაცხადი, რომელიც თითოული სამსახურის კანცელარიაშია განთავსებული.

 

განაცხადის შესავსებად დაგჭირდებათ:

 

  • ოჯახის სრულწლოვანი წევრ(ებ)ის პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანი წევრ(ებ)ის შემთხვევაში, დაბადების მოწმობა სადაც მითითებულია პირადი ნომერი;

 

  • განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ოჯახში სააგენტოს უფლებამოსილი პირი „ოჯახის დეკლარაციას” შეავსებს. დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის მონაცემები დამუშავდება, ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს ოჯახის უფლებას რაიმე სახის ბენეფიტზე.


primetime.ge




კომენტარები:

ფართი შოპი