შიდა ქართლის მოსახლეობას კარბის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება

06 Jul 2021 18:49

შპს „საქართველოს მელიორაციამ“  გორის მუნიციპალიტეტში კარბის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა.


აღდგენილ  სისტემაში წყალი გაშვებულია.


პროექტის ფარგლებში 10 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა.


ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ კარბისა და მერეთის ნაწილის 300 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.


საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს და რწყვის პროცესის მიმდინარეობას  შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გაეცნენ.




კომენტარები:

ფართი შოპი